მთავარი | ჩვენ შესახებ | სიახლეები | დაგვიკავშირდით
სავიზო ინფორმაცია - იტალია
04/12/2014

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება იტალიის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.თბილისში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

-საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;

- განმცხადებლის პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;

- სავიზო განაცხადის ფორმაhttp://www.ambtbilisi.esteri.it/Ambasciata_Tbilisi/Menu/In_linea_con_utente/Modulistica/

-ქართული პირადობის მოწმობის ასლი;

- 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე

- იტალიის რესპუბლიკის მოქალაქისგან დამოწმებული მოწვევის ორიგინალი - ასლი. იმ შემთვევაში თუ მომწვევი მეუღლესთან ერთად ფლობს ქონებას, მოწვევას მეუღლეც აწერს ხელს;

-მომწვევის პასპორტის ასლი;

-მომწვევის უკანასკნელი სამი თვის ხელფასის ცნობა და მისი სამუშაო ხელშეკრულების ასლი ;

-სტუდბილეთი , თუკი განმცხადებელი სწავლობს საქართველოში;

-ცნობა სამსახურიდან ინგლისურ ენაზე;

-ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი;

-იტალიის მიმართულებით სრული ბილეთის ჯავშანი(ელექტრონული ბილეთი);

-სასტუმროს ჯავშანი;

- განაცხადის დამუშავების საფასური;

-სამგზავრო/საემდიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის, დაზღვევის მოქმედების ვადა უნდა იყოს ზედმეტი 15 კალენდარული დღით.

(ორიგინალი და ასლი)

-იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, საჭიროა მეორე მშობლის თანხმობა და მათი პასპორტების ასლები, აგრეთვე ბავშვის დაბადების მოწმობა. თუ მიემგზავრება მარტო ორივე მშობლის თანხმობა ნოტარიულად დამოწმებული;

-ყველა ქართულენოვანი საბუთი ბარდება ინგლისურ/იტალიურ თარგმანთნ ერთად და უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

სავიზო განაცხადის მიღება წარმოებს აუთსორსინგის კომპანია “Visa management service Georgia”-სმეშვეობით, რომელიც იტალიის საელჩოს მიერ უფლებამოსილია ითანამშრომლოს მასთან სავიზოგანაცხადების შეგროვების მიმართულებით.

აღნიშნულ კომპანიაში სავიზო განაცხადების შესატანად პირველ რიგში უნდა მოხდეს საბუთებისჩაბარების თარიღის დროის დანიშვნა შემდეგი სატელეფონო ნომრის საშუალებით: +995 32 2430059(ზარი უფასოა), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე (თბილისისდროით), ან შემდეგი ვებ გვერდის მეშვეობით www.Italy-vms.ge.
აუთსორსინგის კომპანიის “Visa management service Georgia”-ს ოფისის მისამართი: ქ. თბილისი,რუსთაველის გამზირი №27.

მისი მომსახურება ფასიანია, მომსახურეობის საფასური შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდზე www.Italy-vms.ge
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ასევე ვიზა მოთხოვონ იტალიის საელჩოს საკონსულოგანყოფილებაში, და არ ისარგებლონ “Visa management service Georgia”-ს მომსახურებით. ამისათვისდაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ ნომერზე +995 32 2430059 და მოითხოვონ საკონსულოშივიზიტის დანიშვნა.

სავიზო მომსახურების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია აუთსორსინგისკომპანია “Visa management service Georgia”-ს ნომერზე +995 32 2430059 (ზარი უფასოა), ასევე,იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილების ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტისმეშვეობით.


კომენტარები