მთავარი | ჩვენ შესახებ | სიახლეები | დაგვიკავშირდით
სავიზო ინფორმაცია - უნგრეთი
02/12/2014

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება უნგრეთში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

C ტიპის ვიზა (90 დღემდე - მოკლევადიანი) გაიცემა ქ.თბილისში ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

გრძელვადიანი ტიპის ვიზა (91 დან 365 დღემდე) გაიცემა ქ.თბილისში უნგრეთისრესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი.
  • საელჩოში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ;
  • სავიზო განაცხადის ფორმა (ივსება ონლაინ რეჟიმში საელჩოს ვებ გვერდზე - https://epak.pmlp.gov.lv/NVIS.EService001.WebSite/Default.aspx?)
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • მოქმედი ვიზების ასლები;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • სამოგზაურო დაზღვევა არანაკლებ 30 000.00 ევროსი რომელიც ფარავს მთლიანად მთელ შენგენის სივრცეს (ორიგინალი და მისი ასლი);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი (ორიგინალი და ასლი ელექტრონული ბილეთის).
  • თუ გიწვევთ ნათესავი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული -შესაძებელია დოკუმენტის აპოსტილი იქნას მოთხოვნილი).
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურ/ლატვიურ/უნგრულ ენებზე ნოტარიუსის მიერ ნათარგმნი და დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ: უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, ცნობა საკრედიტო ბარათის და საბანკო ანგარიშის შესახებ და ა.შ.).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!


კომენტარები